fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ქორწილიდან ორ დღეში ქალი ქმრის ყოფილი მეუღლისთვის თირკმლის დონორი გახდა

აშშ-ში ქალი ქმრის ყოფილი ცოლისთვის თირკმლის დონორი გახდა. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დები ნილ-სტრაიკლენდი და ჯიმ სტრაიკლენდი, 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ფლორიდაში დაქორწინდნენ. ორი დღის შემდეგ კი ქალმა ჯიმის ყოფილი ცოლისთვის, 59 წლის მაილინ მერთისთვის თირკმელი გაიღო.

მაილინს თირკმელების დაავადება დიდი ხანია ჰქონდა. როცა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი თირკმელები მხოლოდ 8%-ით ფუნქციონირებდა. თავიდან დონორობა მაილინის ძმას უნდოდა, მაგრამ ის შესაფერისი დონორი ვერ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მას დონორობა 56 წლის დებიმ შესთავაზა.

ჯიმი და მაილინი 20 წელია რაც განქორწინდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ და წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. დებიმ იცოდა, რომ მაილინი მალე ბებია უნდა გამხდარიყო და სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე.

„წარმოვიდგინე, რომ მაილინის ქალიშვილი მშობიარობს, დედამისი კი მის გვერდით არ არის. არ შემეძლო, ამის შეცვლა არ მეცადა. ღმერთმა მითხრა: „შესაფერისი დონორი ხარ და ეს უნდა გააკეთო“, – ამბობს დები.

კოვიდრეგულაციების გამო ოპერაცია, ისევე როგორ ჯიმისა და დების ქორწილი, რამდენჯერმე გადაიდო, ამიტომ საბოლოო ჯამში ქალებს კლინიკაში მოხვედრა საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ორ დღეში მოუწიათ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დები და მაილინი თავს კარგად გრძნობენ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close