fbpx
საზოგადოებასაქართველო

ვინ არის ახალგაზრდა გამომგონებელი სენაკიდან, რომლის ბოლო ზარის ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

გვანცა ჩიქოვანი ახალგაზრდა გამომგონებელია. გვანცამ 2017 წელს თავის ოთხ თანაკლასელთან ერთად მეწყერსაშიში ზონებისთვის საშიშროების წინასწარი შეტყობინების ინოვაციური მეთოდი გამოიგონა – მეწყრის პროგნოზირების სენსორული აპარატი, რომლის ანალოგიც არ არსებობს.

პროექტმა „გეოლოგიური საფრთხეები“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხუთი მე-8 კლასელი სასწავლო პროგრამით ამერიკაში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრა. „ნასაში“ მათ ასევე გამოიჩინეს თავი და იქ გამართულ კონკურსებშიც პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს!

სენაკელი მოსწავლეების მიერ შემუშავებული სისტემა ინოვაციურია იმით, რომ მეწყერსაშიში  ზონების პრობლემის გადასაწყვეტად პირველად არის გამოყენებული ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღწეულია მაღალი მგრძნობიარობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის განმარტებით, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის.

2017 წელს გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ სენაკელი მერვეკლასელები – ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ფეისბუქგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბავშვები ჰყვებიან იმაზე, თუ რა გზა გაიარეს NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მოსახვედრად. ისინი იხსენებენ გამარჯვების პირველ ემოციებს, პროექტს, რომელმაც მათ წარმატება მოუტანა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close