fbpx
საქართველო

ლეგენდარულმა პოლ მაკკარტნიმ თბილისურ კაფე „მზიურს“ გახსნიდან ხუთი წლისთავი მიულოცა

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ჯგუფ The Beatles-ის ყოფილმა წევრმა პოლ მაკკარტნიმ კაფე „მზიურს“ გახსნიდან ხუთი წლის თავი მიულოცა. მომღერალმა პოსტი სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა.

„ვულოცავ კაფე „მზიურსწარმატებულ ხუთ წელიწადს, და თითოეულ თქვენგანს, ვინც Meat Free Monday-ს მხარს უჭერს“, – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

Meat Free Monday კამპანიაა, რომელიც ხორცის მოხმარების შემცირებას ემსახურება. პოლ მაკკარტნი 1975 წლიდან ვეგეტარიანელია და მსგავს კამპანიებში ხშირად არის ჩართული.

კაფე მზიურიჭავჭავაძის გამზირზე, „მზიურის“ პარკში მდებარეობს. კაფე ხშირად სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებსა და არაკომერციულ ინიციატივებს მასპინძლობს.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close