ეკონომიკასაქართველო

აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2,5-ჯერ გაიზარდა – სებ-ის ანგარიში

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აქვეყნებს.

სებ-ის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 134,67% შეადგინა (ევროკავშირის ქვეყნებიდან მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში მთლიანობაში გადმორიცხულია 81,33 მლნ აშშ დოლარი).

ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალიიდან გადმოირიცხა (31,74 მლნ აშშ დოლარი; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – .137,41%); ევროკავშირში ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს საბერძნეთი – 21,75 მლნ აშშ დოლარი (ზრდა წინა წლის აპრილთან შედარებით – 114,23%).

ზოგადად, საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობის კუთხით კვლავ ლიდერობს რუსეთი – 33,35 მლნ აშშ დოლარით (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 154,26%).

აპრილში 155,37%-ით გაიზარდა (გასული წლის აპრილთან შედარებით) აშშ-იდან გამოგზავნილი თანხის მოცულობაც და 24, 88 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ამერიკა მესამე ადგილს იკავებს რუსეთის და იტალიის შემდეგ.

125,39%-ით გაიზარდა ისრაელიდან გამოგზავნილი თანხების მოცულობაც (სულ – 15.50 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 157.6%=ით, 25.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close