შეუცნობელი

ნახეთ, როგორ ლივლივებს და შემდეგ ოკეანეში ყვინთავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ვიდეო)

სფეროს ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) ჰაერში ლივლივებს, გვერდულად მოძრაობს და შემდეგ, როგორც კადრებში ჩანს, ოკეანეში ყვინთავს. ვიდეომასალები რეჟისორმა ჯერემი კორბელმა გაავრცელა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დოკუმენტურ ფილმებს ამზადებს.

პენტაგონის სპიკერმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა რეალურად ეს კადრები გადაიღო, თუმცა, ამის მიუხედავად დამატებითი კომენტარი გადაღების ადგილსა და თარიღზე არ გაუკეთებია.

14 მაისს ჯერემი კორბელმა თავის ვებგვერდზე ამოუცნობ ობიექტზე დაწერა, რომ „აშშ-ის საზღვაო ძალებმა გადაიღეს „სფერული“ ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, არაამქვეყნიურად განვითარებული ხომალდები“ – ხომალდი, რომელსაც ჰაერსა და წყალში შეუძლია მოძრაობა.

მონიტორზე გადაღებულ ვიდეოკლიპში ჩანს მუქი და მრგვალი ლაქა, რომელიც ჰორიზონტის ოდნავ ზემოთ ლივლივებს.

ვიდეომასალაში მამაკაცის ხმებიც ისმის, ერთ-ერთი ამბობს: „took off, bookin’ it“ – აფრინდა, მოსწყდა ადგილს. ამას იმ დროს ამბობენ, როდესაც ობიექტი მონიტორს ჰორიზონტალურად კვეთს.

კორბელის თქმით, სცენამ „პიკს მაშინ მიაღწია“, როდესაც სფერული ლაქა წყალში ეშვება და ერთ-ერთი ხმა ამბობს, როდესაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი უჩინარდება: „ვუაჰ, [წყალში] ჩავარდა!“

Live Science-ის თანახმად, ამო-ებთან დაკავშირებულ უფრო მეტ ინფორმაციას პენტაგონი მომდევნო კვირებში გაავრცელებს, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ მოთმენა, შეგიძლიათ საკუთარი გამოძიება დაიწყოთ და ამერიკის მთავრობის სამი ათწლეულის ერთ დროს საიდუმლო მასალები ნახოთ. ახალი ონლაინარქივი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დეკლასიფიცირებულ 2700-ზე მეტგვერდიან რეპორტებს მოიცავს, რომლებიც 1980-იანი წლებით თარიღდება. დოკუმენტები „ინფორმაციის აქტის თავისუფლებით“ მოიპოვეს. ის PDF დოკუმენტებად The Black Vault-ის ვებგვერდზე კონ გრინვოლდმა ატვირთა.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close