კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავის დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი პირველად განათდა ქართული დროშის ფერებში. ინფორმაციას და ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთის განმავლობაში იყო განათებული. პარალელურად შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.
კომენტარები