მსოფლიოპოლიტიკა

ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, პარალელურად საქართველოს ჰიმნი და საგალობლები შესრულდა (ვიდეო)

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავის დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი პირველად განათდა ქართული დროშის ფერებში. ინფორმაციას და ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთის განმავლობაში იყო განათებული. პარალელურად შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close