ქართველები უცხოეთშისპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს (ვიდეო)

დაჯილდოება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა

საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP (Most Valuable Player) გახდა. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლიგაში, სადაც NBA-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრაკლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი შერმადინი საუკეთესოდ აირჩიეს. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მატჩის, ტურისა და თვის იმდენი MVP-ის ტიტული მოიგო, სათვალავი შესაძლოა ბევრს აერია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ლიგა ენდესას (ესპანეთის უმაღლეს ლიგას ოფიციალურად ეს სახელწოდება აქვს) სეზონის MVP-ის ტიტული შერმადინმა დღეს, 26 მაისს დაისაკუთრა.

ხსენებული MVP-ის ტიტულების გათვალისწინებითა და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ინდივიდუალური სტატისტიკით შერმადინი ყველანაირად იმსახურებდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს, თუმცა არსებული წესებით, საუკეთესო გამოკითხვით უნდა გამოვლენილიყო.

ლიგა ენდესას მესვეურებმა გამოსაკითხად 4 სეგმენტი – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები შეარჩიეს. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა და შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც Instagram-ით, Tweeter-ითა და ACB.COM-ის აპლიკაციით მიმდინარეობდა, დიდი უპირატესობით მოიგო.

მან 7200 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის „რეალის“ ცენტრ ედი ტავარეშს. ამით გიორგიმ MVP-ის ტიტულის მოსაგებად 25 პროცენტი დაიმსახურა, ხოლო მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღემდე არ ქვეყნდებოდა. დღეს, საბოლოო შედეგები ერთბაშად გამოაქვეყნა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ACB.COM-მა.

ცნობისთვის, შერმადინი ესპანური ლიგის 38 მატჩში საშუალოდ 23.19 წუთს თამაშობდა და 17.0 ქულით საუკეთესო ბომბარდირი იყო. გიორგი ბომბარდირთა დავაში ბოლო ტურებში გალიდერდა, თუმცა მანამდე მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სარგებლიანობის ინდექსით, რაც მთელი დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლების ერთიანობას წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც ადგენენ კონკრეტული მატჩის MVP-ის. ყველაზე ღირებული სწორედ სარგებლიანობის ინდექსია, რაშიც შერმადინმა მეორეზე გასული ონდრეი ბალვინი მთელი 3 ერთეულით ჩამოიტოვა.

გიორგი შერმადინი 22,5
ონდრეი ბალვინი 19,5
ედი ტავარეში 19,2

დაჯილდოება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა. აღნიშნული მთა ესპანეთში უმაღლესია და კანარის ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ესპანური ლიგის ქართველმა MVP-მ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდისთვის ეს კომენტარი ჩაწერა:

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close