იტალიასაზოგადოება

იტალიაში საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, 2 ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია

გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, პიემონტში, ვერბანოს რაიონში, მაჯორეს ტბასთან საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 9 დაღუპულის შესახებ. 2 ბავშვი, 9 და 5 წლის, ტურინის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა მძიმეა. 

5 წლის ბავშვს მიღებული აქვთ თავის ქალის ტრავმა, თორაკო-აბდომინალური ტრავმა და ქვედა კიდურების მოტეხილობები. იგი რეანიმაციაში იმყოფება ზომიერი პროგნოზით. მეორე ბავშვს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფდილებაში ინტუბაცია და გულის 6-წუთიანი მასაჟი ჩაუტარდა.

გამოცემის ინფორმაციით, საბაგიროს კაბინაში, სულ ცოტა, 15 ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევა დღეს მოხდა პიემონტის რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სტრეზასა და მთა მოტარონეს დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე. წინასწარი ვარაუდით, ტრაგედია დაზიანებული ტროსის გაწყვეტამ გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close