fbpx
მოდა/სილამაზემსოფლიო

50 წლის სუპერმოდელი „შავი პანტერა“ დედა გახდა

ბრიტანელი მოდელი ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში პირველად გახდა დედა. მას ქალიშვილი შეეძინა. გოგონას სახელი  ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც სხვა დეტალები.

კემპბელმა ახალშობილის ფოტო Facebook-სა და Instagram-ზე გამოაქვეყნა.

„პატარა მშვენიერმა ნეტარებამ მე ამირჩია დედად. საპატიოა ასეთი კეთილი სულის არსებობა ჩემს ცხოვრებაში. არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც აღწერდა იმ სამუდამო ერთობას, შენთან რომ მაკავშირებს, ჩემო ანგელოზო. არ არსებობს უფრო დიდი სიყვარული“, – წერს სუპერმოდელი.

2017 წელს ინტერვიუში ნაომი კემპბელმა თქვა, რომ დედობა სურდა. „ბავშვების ყოლაზე სულ ვფიქრობ. ახლა მედიცინა საშუალებას მაძლევს, ეს მაშინ გავაკეთო, როცა მომინდება“, – განაცხადა მაშინ მოდელმა.

მოქნილ, ულამაზეს და დახვეწილ ნაომი კემპბელს „შავი პანტერა“ შეარქვეს.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, მუშაობდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორიცაა: Dolce & Gabbana, Yves St. Laurent, Versace, Dior და Alexander McQueen. მონაწილეობდა ფოტოსესიებში ჟურნალებისთვის Vogue, The Face, Vanity Fair, Playboy, Harper’s Bazaar. გამოშვებული აქვს 25 დასახელების სუნამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close