fbpx
მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება🌋 (ვიდეო)

ისლანდიაში იყიდება მიწა, რომელზეც ცნობილი ვულკანი ფაგრადალსფიადლი მდებარეობს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსურველებს ვულკანის მთლიანად ან მისი ნაწილის ყიდვა შეუძლიათ. ვულკანი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკისგან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი ამოფრქვევა 19 მარტს დაიწყო და ვულკანი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი – ენთუზიასტები მას დრონებით იღებდნენ, მეცნიერები კი ამოფრქვეულ ლავაზე ჰოთდოგებს წვავდნენ.

ვულკანი კერძო მიწაზე მდებარეობს, რომელიც მიწათმფლობელთა ასოციაციას ეკუთვნის. მათ ფაგრადალსფიადლის გაყიდვის შესახებ არაერთი წინადადება მიიღეს და რამდენიმეს განიხილავენ. ასოციაციაში ვულკანის ფასს არ აკონკრეტებენ.

თავის მხრივ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close