მიგრაცია

ისრაელში დასაქმება საქართველოს 1500-ზე მეტ მოქალაქეს სურს

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების სურვილი 1500-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სააგენტოში განუცხადეს, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პირველი ჯგუფი საქართველოდან დაახლოებით თვე-ნახევარში გაემგზავრება.

„დასაქმების მსურველთა განაცხადების შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შერჩევის პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ვინაიდან ისრაელის სახელმწიფოს ხელშეკრულებაში აქვს გათვალისწინებული საკმაოდ მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

პირველი ჯგუფი საქართველოდან დაახლოებით თვე-ნახევარში გაემგზავრება, თუმცა გათვალისწინებული იქნება პარტნიორ ქვეყანაში არსებული ვითარებაც“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას 1 წლით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close