fbpx
პოლიტიკასაქართველო

საქართველოში კომენდანტის საათის დაწყების დრომ 2 საათით გადაიწია

საქართველოში დღეიდან, 17 აპრილიდან ღამით გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათის ნაცვლად 11 საათზე დაიწყება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება.

„ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება [ღამით გადაადგილების] შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close