მედიცინა

„შავი სოკო“ – რას წარმოადგენს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში მუკორმიკოზის, ე.წ. „შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა. ოპერაცია 3 საათს გრძელდებოდა.

„თვალის ამოღება მომიწია, რათა მისი სიცოცხლე მეხსნა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ასეთია“, – ამბობს ნაირი.

რა არის მუკორმიკოზი?

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი  სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ან იმ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბათ, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან.

პაციენტებს, რომლებსაც მუკორმიკოზი აქვთ, შემდეგი სიმტომები აღენიშნებათ: ცხვირიდან სისხლდება, თვალების შეშუპება და ტკივილი, დაწეული ქუთუთოები, მხედველობის გაუარესება და შემდეგ დაკარგვა.

ასევე, მათ შესაძლოა ცხვირის გარშემო შავი ლაქები გაუჩნდეთ.

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობა მათთან ძალიან გვიან მიდის, მაშინ როდესაც მხედველობა უკვე დაკარგული აქვთ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ინფექციამ თავის ტვინამდე არ მიაღწიოს, მათ პაციენტებისთვის თვალის ამოკვეთა უწევთ.

რას ამბობენ ექიმები – რამ გამოიწვია მუკორმიკოზის შემთხვევები

ექიმები ფიქრობენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევები შესაძლოა სტეროიდული მედიკამენტების მოხმარებით იყოს გამოწვეული, რომელსაც მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. მათივე თქმით, მართალია სტეროიდული მედიკამენტები კოვიდის დროს ფილტვებში ანთებით პროცესსა და ზიანს ამცირებენ,  მაგრამ ისინი ასევე იმუნიტეტს ასუსტებენ და სისხლში შაქრის დონეს ზრდიან.

სწორედ ამიტომ, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტებში მუკორმიკოზის შემთხვევები შესაძლოა იმუნიტეტის დაქვეითებამ გამოიწვია.

ექიმ ნაირის განცხადებით, რომელიც მუმბაის სამ საავადმყოფოში მუშაობს, აპრილში ამ დაავადების 40 შემთხვევა აღწერა. ამ პაციენტების უმეტესობას დიაბეტი ჰქონდა და ისინი კორონავირუსისგან სახლის პირობებში გამოჯანმრთელდნენ. 11 მათგანმა კი აღნიშნული ინფექციის გამო თვალი დაკარგა.

დე­კემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში ინ­დო­ე­თის 5 ქა­ლაქ­ში მუ­კორ­მი­კო­ზის 58 შემ­თხვე­ვა გამოვლინდა. მათ უმრავლესობას ინფექცია გამოჯანმრთელებიდან 12-15 დღის შუალედში განუვითარდა.

ექიმი ნაირის თქმით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­კორ­მი­კო­ზის 10-ზე მეტი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. „ეს წელი რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია“, – ამბობს იგი.

რა გამოსავალი არსებობს

სოკოს საწინააღმდეგო ინტრავენური ინიექციის ერთი დოზის ღირებულება 3 500 რუპიაა (48 დოლარი). მისი მიღება 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მოხდეს. ეს დაავადების საწინააღმდეგოდ ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა.

მუმბაიში მოღვაწე დიაბეტოლოგის, რაჰულ ბაქსის განცხადებით, მუკორმიკოზის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა კოვიდპაციენტების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ სტეროიდული მედიკამენტების დოზისა და ხანგრძლივობის კონტროლია.

„ექიმებმა პაციენტების სისხლში შაქრის რაოდენობა უნდა აკონტროლონ“, – აცხადებს ბაქსი.

მისი თქმით, გასულ წელს დიაბეტის მქონე 800 კოვიდპაციენტს უმკურნალა, თუმცა სოკოვანი ინფექცია არცერთ მათგანს არ განვითარებია.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მუკორმიკოზის შემთხვევების დიდი აფეთქება არ ფიქსირდება.

ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, რა იწვევს მუკორმიკოზის შემთხვევებს, რთულია.

„უცნაურია, რომ სოკოვანი ინფექცია ბევრ ახალგაზრდას აღენიშნება“, – ამბობს ექიმი ჰეგდე.

ჰეგდეს თქმით, გასულ თვეში მუკორმიკოზი მის 27 წლის პაციენტს გამოუვლინდა, რომელსაც დიაბეტი არ ჰქონდა.

„კორონავირუსით ინფიცირების მეორე კვირას მისთვის თვალის ამოკვეთა მოგვიწია. ეს საშინელებაა“, – ამბობს ჰეგდე.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე

საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close