fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 მაისი

17-იდან 23 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. იჩქარეთ დაიწყოთ ახალი საქმე. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, დაკავდით ფინანსური საკითხებით, შეგიძლიათ განიხილოთ სესხის შემოთავაზებები. ოღონდ თანხა არავის ასესხოთ. ნუ შეეცდებით ყველა საზრუნავი საკუთარ მხრებზე გადაიტანოთ – გუნდური მუშაობა მრავალი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში. ამ კვირაში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას – შესაძლოა საფრთხე შეექმნას სახსრებს.

 

ვერძი

ამ კვირაში ყველაფერი კარგად მიდის – გამოიყენეთ მომენტი! გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენს ინტუიციას ენდოთ: მისი მინიშნებით არაერთ წარმატებას მიაღწევთ. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში უკუნაჩვენებია, მარტოობაა. სცადეთ დროდადრო სამყაროს თქვენი საყვარელი ადამიანის ან მეორე ნახევრის თვალით შეხედოთ. ეს, პირველ რიგში, ახალ შეგრძნებებს მოგანიჭებთ და, რაც მთავარია: მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ ისე, რომ ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდეს და ერთად ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად წარიმართოს.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კურო

კუროსთვის ეს ახალი კვირა შეუზღუდავ შესაძლებლობებს გახსნის: პირდაპირ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის ყველაფერი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ასე რომ, აიღეთ ბედის სადავეები ხელში და იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. პროფესიულ საკითხებში საკუთარ თავს დაეყრდენით, შეეცადეთ დაასრულოთ ძველი საქმეები, მაგრამ პრობლემის გადაჭრის ინტუიციური გზა უნდა გააანალიზოთ და ზუსტად განსაზღვროთ ყველა ნაბიჯი.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ტყუპი

მიწასთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმეები მრავლად გექნებათ და ამ საქმიანობისას იმდენად დიდ სიამოვნებას იგრძნობთ, რომ სერიოზულად დაფიქრდებით: ხომ არ სჯობს ქალაქის აურზაურს მოსცილდეთ და სოფელში დამკვიდრდეთ, სადაც სიწყნარეა, თავისუფლება და ღვთის მადლი, სადაც თავს საუკეთესოდ იგრძნობთ ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელა ტყუპები იოცნებებენ იმაზე, თუ რამდენად მშვენიერია ოჯახური ცხოვრება. ისიამოვნეთ წყნარი და მშვიდი მდგომარეობით. დაგეგმეთ ერთობლივი ვიზიტები თეატრში, სასურველია სკანდალური ან საკამათო სპექტაკლების ნახვა. ურთიერთობებში გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაში ორიენტირებული იქნებიან სამუშაოზე და ეს სწორია: ხელსაყრელი დროა ხელმძღვანელობასთან კონტაქტის დასამყარებლად, სასარგებლო და მნიშვნელოვანი კონტრაქტების დასადებად. აი, შაბათ-კვირას კი უმჯობესია დაისვენოთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. შეგიძლიათ მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, ოჯახური ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. გარდა ამისა, ეს კარგი დროა დაქორწინებისთვის, კონტრაქტების გასაფორმებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში ყურადღება გაამახვილოთ სამუშაოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ შესაძლებლობებს გაუშვებთ ხელიდან. გამოიყენეთ ეს დრო კომერციის, ბიზნესის, უძრავი ქონებისა და გრძელვადიანი პროექტების მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ერიდეთ ემოციურ გადატვირთვას და ნუ დახარჯავთ ფულს: სავარაუდოა ფინანსური სირთულეები. 21 მაისიდან, თქვენი გამოცდილებისა და იდეების გამოყენებით, შეძლებთ სამსახურში წინსვლას და ავტორიტეტის გაძლიერებას. კვირის ყველაზე წარმატებული დღე შაბათია. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა (საქმიანი და რომანტიკული), მოგზაურობა, მნიშვნელოვანი ცვლილებები სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ორშაბათიდან ოთხშაბათამდე დატვირთული დროა. მაგრამ გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და სულიერ ამაღლებას და ამიტომ მარტივად იპოვით გამოსავალს ყველაზე დამაბნეველი სიტუაციიდანაც კი. ორიგინალური ხედვის უნარი საშუალებას მოგცემთ დაინახოთ მიზნისკენ მიმავალი ახალი გზები, ასევე შემოსავლის დამატებითი წყაროები. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეებში გაიცნობთ, შესაძლოა თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდნენ. კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტად განვითარების სურვილი გაგიჩნდებათ, რათა თქვენი ძალა ახალ საქმეში გამოსცადოთ. გაბედულად იმოქმედეთ, შეგიძლიათ ბედს მიენდოთ!

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

სასწორი

ამ კვირაში ხელსაყრელი პირობები გექნებათ დამატებითი შემოსავლების არეალის გასაფართოებლად. სერიოზულად მიუდექით ახალ საქმიან წინადადებებს, მაგრამ მიმდინარე საქმეებს ნუ უგულებელყოფთ. პირად ცხოვრებაში მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – დაე, ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდეს. სახლში სიმშვიდისა და მყუდროების შესანარჩუნებლად მოთმინება, ურთიერთგაგება და სულიერი კეთილშობილება დაგჭირდებათ. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებასთან ურთიერთობას.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

ფინანსურ საკითხებში სწრაფად არაფერი გადაწყვიტოთ, აიღეთ ტაიმ-აუტი, სწორად გააანალიზეთ სიტუაცია, შეაფასეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე თქვენი საფულე ცარიელია, ხვალინდელ დღეზე ნუ იდარდებთ – ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. იყავით მომთმენი, დააფასეთ ის, რასაც ცხოვრება აქ და ახლა იძლევა. მცირე ფინანსური პრობლემების გამო ნერვებს ნუ მოიშლით. ვარსკვლავების კარნახით, ყველაფერი რაც და რამდენიც გჭირდებათ, გაქვთ და გექნებათ. მარტოხელა მორიელს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან. ახლა მშვენიერ ფორმაში ხართ და ადვილად მოხიბლავთ თქვენთვის სასურველ ადამიანს.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სასარგებლო ნაცნობობა გელით როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი თვალსაზრისით. ასე რომ, არცერთ ვიზიტსა და მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან დაკავშირებით. იმ მორიელებს, რომლებიც ახალი ურთიერთობის დამყარებას იწყებენ, წარმატების ყველა შანსი აქვთ, მაგრამ გახსოვდეთ: იმოქმედეთ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ თქვენს რჩეულთან, ხშირად მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრები და მოგზაურობა, გააცანით თქვენი მეგობრები. რაც მთავარია: თქვენ გვერდით ადამიანი თავს კომფორტულად და მშვიდად უნდა გრძნობდეს, ამიტომ ნუ შეაწუხებთ მას თქვენი პრობლემებით, ნუ იწუწუნებთ.

სასიკეთო დღეები: 19,21.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ზოგადი სტაბილურობის მიუხედავად, ძველმა საქმეებმა, რომელთა მოგვარებაც ამდენ ხანს გადადეთ, შეიძლება თავი შეგახსენონ. გამორიცხული არ არის შთამბეჭდავი დანახარჯი, ამიტომ სერიოზულად დაფიქრდით და თანხა ისე დახარჯეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თხის რქები ვარსკვლავებმა გზაჯვარედინთან მიიყვანეს: წერტილი დაუსვით ურთიერთობას ან შეეცადეთ მის აღორძინებას – თქვენი გადასაწყვეტია! ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა ძველმა დაავადებებმა თავი შეგახენონ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მერწყული

ზოგიერთმა მერწყულმა შეიძლება იფიქროს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდია. სამსახურსა და პირად ცხოვრებაში უმნიშვნელო პრობლემებმა შეიძლება სერიოზულად დაანგრიოს მისი არა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა, არამედ რწმენა კაცობრიობისადმი. ნუ დაემორჩილებით ამ დეკადენტურ განწყობას – თქვენი ახლობლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მხარი დაგიჭირონ და კვირის ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება, უფრო მეტიც, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ამ კვირაში საუკეთესო იქნება, დრო საშინაო საქმეებს დაუთმოთ და კარგად გამოიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ვარსკვლავების პოზიციის მიხედვით შესაძლებლობა გექნებათ თქვენი საუკეთესო მხარე გამოავლინოთ. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ! მოემზადეთ მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაციებისთვის. ყველაფერი, რასაც ამ კვირაში გააკეთებთ, სასარგებლო იქნება და მყარი საფუძველი ექნება სამომავლო კარიერული მიღწევებისთვის. სამსახურში წარმატების წყალობით შეგიძლიათ იამაყოთ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, სახლში ყველა თქვენს ნებაზე ატაროთ. ეს საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან და მეუღლესთან. ისინი, უბრალოდ, ვერ გაგიგებენ და გაგინაწყენდებიან.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close