fbpx
მიგრაციაქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. საელჩო ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს.

„შეგახსენებთ ადრე გამოქვეყნებულ მითითებებს, როგორ იმოქმედოთ განგაშის დროს. სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

თუ იმყოფებით შენობაში, უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები. შენობის გარეთ ყოფნისას შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. თუ ავტომობილში იმყოფებით, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

რაც შეეხება სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრებ პირებს, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ; სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები – თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ. დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში, მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებგვერდით – www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104, თვალი ადევნეთ საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: +972526919092; +972528888513; +972524440385; +972548620270“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close