fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

გზავნილი „ტიტანიკიდან“ – მეცნიერები იკვლევენ ბოთლში დახუფულ წერილს, რომელიც ზღვამ გამორიყა

კვებეკის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ წერილს ბოთლიდან, რომელიც შესაძლოა „ტიტანიკიდან“ გადააგდეს კატასტროფამდე ერთი დღით ადრე. ამის შესახებ ვებგვერდი UQAR-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ბოთლი 2017 წელს პლაჟზე სეირნობისას ერთ-ერთმა ოჯახმა იპოვა და შესასწავლად სპეციალისტებს გადასცა.

წერილი 1912 წლის 13 აპრილით არის დათარიღებული. მას ხელს მატილდა ლეფევრი აწერს. სპეციალისტების მონაცემებით, ჩაძირული ლაინერის მესამე კლასის მგზავრთა შორის ამ სახელისა და გვარის გოგონა მართლაც იყო. მეცნიერები მატილდას ნათესავებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ 13 წლის გოგონა ნიუ-იორკში დედასა და და-ძმებთან ერთად მიემგზავრებოდა, სადაც მათ მამა ელოდებოდათ. სამწუხაროდ, ლეფევრები „ტიტანიკის“ ჩაძირვის დროს დაიღუპნენ.

„ამ ბოთლს ატლანტის ოკეანის შუაგულში ვაგდებ. რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში ჩავალთ. თუ ვინმე ამ ბოთლს იპოვის, შეატყობინეთ ლეფევრების ოჯახს ლევენში“, – ნათქვამია, სავარაუდოდ, მატილდას გზავნილში.

მეცნიერებმა ბოთლის, ცვილისა და ქაღალდის ავთენტიკურობა დაადასტურეს, თუმცა ამ ეტაპამდე გრძელდება ხელწერის კვლევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ დროს ფრანგულ სკოლებში ბავშვებს სხვაგვარად ასწავლიდნენ წერას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მატილდამ წერილის დაწერა ვინმე სხვას სთხოვა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close