მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთში საჰაერო გზით შესვლის ახალი რეგულაციები გამოქვეყნდა

საქართველოს მოქალაქეები საჰაერო გზით საბერძნეთში 24 მაისამდე ვერ შევლენ

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ქვეყანაში საჰაერო გზით უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლის ახალი რეგულაციები გამოსცა. აღნიშნული რეგულაციები დროებითია და 14 მაისიდან 24 მაისამდე იქნება ძალაში.

ახალი წესების თანახმად, საბერძნეთში საჰაერო გზით შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეებს. ე. წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის საბერძნეთის საჰაერო სივრცე დროებით იკეტება. გამონაკლისს წარმოადგენს 21 ქვეყანა, კერძოდ: რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, აშშ, რუანდა, ისრაელი, უკრაინა, სერბეთი და სხვა. საქართველო ამ სიაში არ არის.

ნებისმიერი მოგზაური ვალდებულია, წინასწარ შეავსოს სპეციალური განაცხადი, PLF (Passenger Locator Form), ელექტრონულად, ვებგვერდზე: https://travel.gov.gr.

საზღვრის კვეთისას მოგზაურებმა უნდა წარადგინონ სამიდან ერთი დოკუმენტი:

1. შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული COVID-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ან რუსულ ენაზე;

2. საბერძნეთში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მაქსიმუმ 9 თვის წინათ არის გაცემული. აღნიშნული ვალდებულება არ ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს.

აეროპორტში ყველა მგზავრს გაუკეთდება სწრაფი ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი 14 დღით კარანტინში მოთავსდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close