ეკონომიკაიტალია

იტალია: ლიგურიაში კიდევ ერთი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა (ვიდეო)

იტალიის რეგიონ ლიგურიის სანაპირო ქალაქ სპეციაში პალიარის ნავსადგურის  ასაწევ-დასაწევი ხიდი ჩაინგრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ansa ავრცელებს.

12 მაისს მომხდარი შემთხვევისას, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა 3 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხიდის მშენებელობა 2010 წელს დასრულდა და ის 9 მლნ ევრო დაჯდა. 21 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიგანის ხიდის აწევა საშუალებას აძლევს იალქნიან ნავებს, ნავსადგურში შევიდნენ ან გავიდნენ.

პირველადი ინფორმაციით, ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჰიდრავლიკური პრობლემა გახდა.

სპეციის პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხიდმა საფუძვლიანი შემოწმება 24 მარტს გაიარა. კარაბინერებმა უკვე ამოიღეს ყველა დოკუმენტაცია და ხიდის ჩანგრევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ლიგურიის რეგიონში, გენუაში ჩაინგრა კიდევ ერთი, მორანდის ხიდი 2018 წლის 14 აგვისტოს. ტრაგედია პიკის საათის დროს მოხდა, როდესაც მორანდის ხიდზე ბევრი ავტომობილი იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი.

2020 წლის 3 აგვისტოს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ კი მორანდის ხიდის ადგილას ახალი ვიადუკი – Genova-San Giorgio გაიხსნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close