fbpx
მსოფლიო

მეხიკო იძირება – პროცესი შეუქცევადია

უკვე 100 წელია, რაც მექსიკის დედაქალაქი მეხიკო იმ წყლის განადგურების გამო იძირება, რომელზეც ქალაქია აშენებული. ჩაძირვამ საგანგაშო ტემპს მიაღწია: ქალაქი წელიწადში 50 სანტიმეტრით იძირება და, JGR Solid Earth-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამის შეჩერება ან შებრუნება შეუძლებელია.

მეხიკო ტენოჩტიტლანის აცტეკურ ქალაქსა და ტესკოკოს ტბაზეა აშენებული. ის მარილიანი და მტკნარი წყლების ტბათა სისტემას წარმოადგენს. აცტეკებმა სუფთა წყლის გამოსაყოფად და წყალდიდობების შესაჩერებლად დაიკები გააკეთეს, მაგრამ ისინი ესპანელ კოლონიზატორებთან ბრძოლისას 1500-იან წლებში განადგურდა. შემდეგ ესპანელებმა ტბის დარჩენილი მცირე სექციაც ამოაშრეს.

1900-იან წლებში ქალაქი წელიწადში 9 სანტიმეტრით იძირებოდა. გვიანი 1950-იანი წლებიდან, როდესაც ჩაძირვის ტემპმა წელიწადში 29 სანტიმეტრს მიაღწია, ამ არეალში მიწიდან გამოსაყოფი წყლის რაოდენობა დაიფარა. მართალია, ამან ჩაძირვა ცოტა ხნით შეანელა, თუმცა პროცესი არ შებრუნებულა. ცოტა ხნით ჩაძირვის ტემპი 9 სანტიმეტრს დაუბრუნდა, მაგრამ ბოლო ორ ათწლეულში ის 50 სანტიმეტრამდე გაიზარდა. ახლა კი მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ გამოყოფილი წყლის რაოდენობა ტემპის შეჩერებაზე აღარ მოქმედებს.

მკვლევრებმა 115 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემების მიხედვით დაასკვნეს, რომ „არანაირი ელასტიკური დეფორმაცია არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სრულად შეუქცევადია“. ქალაქის ქვეშ არსებული თიხის ფენები 17%-ით კომპრესირდა და დეკომპრესია თითქმის შეუძლებელია. მეცნიერების მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, მთლიანი ფენა 30%-ით შეიკუმშება და ქალაქი 150 წელიწადში დამატებით 30 მეტრით ჩაიძირება.

mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close