ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

31 წლის ქართველმა მადრიდის „ერმიტაჟში“ მძევლები აიყვანა და ცნობილი საიუველირო მაღაზია გაძარცვა

„პანდემია ქართველ კრიმინალებს ვერ აფერხებს“, – წერს გამოცემა „დოიჩე ველე“, რომელიც საქართველოს მოქალაქის მიერ მადრიდის ცნობილი „ერმიტაჟის“ ძარცვას ეხმაურება.

სტატიაში ვკითხულობთ: „მაისის დასაწყისი ესპანეთში მღელვარე პოლიტიკური მოვლენებით აღინიშნა, მადრიდის რეგიონული არჩევნების სახით. ამასთან, ამ არჩევნებმა, ფაქტობრივად, დაჩრდილა კიდევ ერთი მოვლენა დანაშაულის სამყაროდან.

არჩევნების დღეს, 4 მაისს, საქართველოს 31 წლის მოქალაქემ კონსტანტინე ფ.-მ დემონსტრაციულად გაძარცვა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია „ერმიტაჟი“.

მძევლების აყვანით განხორციელებულმა ძარცვამ, ჩხუბმა და ვიტრინების მსხვრევამ პანიკა გამოიწვია. მიმდებარედ მოხდა მოძრაობის პარალიზება. ეს ამბავი მძარცველის დაპატიმრებით დასრულდა“.

ირკვევა, რომ კონსტანტინე ფ. ესპანეთში ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს ქურდობისთვის. სავარაუდოდ, ახლა მას ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს, რადგან ამჯერად დანაშაული კვალიფიცირდება, როგორც „განსაკუთრებით საშიში შეიარაღებული ძარცვა“.

მადრიდის ადვოკატთა ასოციაციის წევრს ხოსე იგნასიო ფლორესს არაერთხელ მოუწია საქართველოს მოქალაქეების დაცვა სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ ეს საქმე „არორდინარულია“, რადგან ამ დრომდე ქართველი მძარცველები, როგორც წესი, ძალადობას არ მიმართავდნენ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close