fbpx
ხელოვნება

რა საიდუმლოს მალავენ მილიონებად შეფასებული კვერცხები?

ეს კვერცხები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია და ფასიც ისეთი აქვს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებს შეეფერება.

როტშილდ ფაბერჟეს სააღდგომო ოქროს კვერცხი – ფასი 9,6 მილიონი დოლარი

2007 წელს ბრილიანტებით შემკული ფაბერჟეს კვერცხი თითქმის ათ მილიონ დოლარად გაიყიდა. რით არის ეს კვერცხი ასეთი განსაკუთრებული?

როგორც გაირკვა, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ საათში ბრიალიანტის კვერცხიდან მამალი ხტება, რომელიც თავს აქნევს, ფრთებს შლის და ყივის. შთამბეჭდავია, არა?

ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი გადასცა ერთმა რუსულმა ოჯახმა ფრანგ არისტოკრატ ბარონ ედუარდ დე როტშილდს.

სააღდგომო კვერცხის „მირაჟი“ ($ 5 მლნ)

ხუთ მილიონ დოლარას შეფასებულ „მირაჟს“ მხოლოდ ზედა ნაწილზე ათასზე მეტი ბრილიანტი ამშვენებს, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ბრილიანტები კი არა, კვერცხში მოთავსებული,18 კარატიანი ოქროსგან დამზადებული გლობუსია.

გლობუსის შიგნით, ოქროს ზეთისხილის ტოტზე მთის ბროლისგან დამზადებული, ოქროს ნისკარტიანი და ბრიალიანტის თვალებიანი მტრედი ზის, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას განასახიერებს.
უნიკალური სააღდგომო კვერცხის შექმნაზე, რასაც სამი წელი დასჭირდა, სამ კონტინენტზე საუკეთესო ოსტატები მუშაობდნენ.

„მირაჟის“ დიზაინი მანფრედ უაილდს ეკუთვნის.

 ბრილიანტის სტელა ($ 100 000)

ბრილიანტები და შოკოლადები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან, ამიტომ შეგიძლიათ ეს კვერცხი საყვარელ გოგონას შეუძინოთ. 2006 წელს გაკეთებული შოკოლადის კვერცხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სააღდგომო ნუგბარია. რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? იმაში, რომ სამოცდახუთსანტიმეტრიანი კვერცხი ასობით ულამაზესი ბრილიანტითაა შემკული, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 0,5 კარატია.

გააგრძელე კითხვა აქ: progressnews.press

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close