ვიდეოხელოვნება

აჭარელი ბაბუების ცეკვის ვიდეო ლეგენდარულმა ამერიკელმა რეპერმა INSTAGRAM-ზე გააზიარა (ვიდეო)

ჰიპ-ჰოპის ლეგენდარულმა ამერიკელმა შემსრულებელმა სნუპ დოგმა სოციალურ ქსელში მაღალმთიან აჭარაში, შუახევში გადაღებული აჭარული ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by snoopdogg (@snoopdogg)

„მე, დაბოლილი, ჩემს მეგობრებთან ერთად 2075 წელს, როდესაც ყველანი ბაბუები ვართ“, – წერს რეპერი ვიდეოს აღწერაში. მის მიერ გაზიარებულ ვიდეოს, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოშია გადაღებული, კიმ კარდაშიანის ქმრის, ამერიკელი პროდიუსერის და რეპერის, კანიე უესტის მუსიკა ახლავს.

ცნობისათვის, დღემდე მთელ მსოფლიოში სნუპ დოგის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

სნუპ დოგი საქართველოში 2015 წელს იმყოფებოდა – მან ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გთავაზობთ ცეკვის ვიდეოს ორიგინალურ ვერსიას:

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close