fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პოლონეთში ძველებურ სასახლეში ნაცისტების ოქრო აღმოაჩინეს – 48 ყუთი, 10 ტონა (?!)

გათხრები უახლოეს მომავალში დაიწყება

პოლონეთში აცხადებენ, რომ იპოვეს ჰიმლერის სამალავი 48 ყუთი ოქროთი. ამის შესახებ Газета.ru წერს.

„განძეულობაზე მონადირეები“ ირწმუნებიან, რომ ჰაინრიხ ჰიმლერის სამალავი ძველებურ სასახლეში აღმოაჩინეს. ნაცისტების ჯარების მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს ამ სასახლეში ბორდელი იყო. სამალავს და განძს 60 წლის განმავლობაში მეთვალყურეობას უწევდა შუცშტაფელის ოფიცრის საყვარელი, ვინმე ინგა.

მათ განაცხადეს, რომ იპოვეს 48 ყუთი, 10 ტონა ნაცისტური ოქრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს თითქოს შუცშტაფელის რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოიპარა და გადამალა, რათა მეოთხე რაიხი შეექმნა. მომავალ კვირაში პოლონეთში სასახლის ტერიტორიაზე, რომელსაც SS-ის ოფიცრები პოლონეთის ოკუპაციის დროს ბორდელად იყენებდნენ, გათხრები უნდა დაიწყოს. იგეგმება ოქროთი და ძვირფასეულობით სავსე 48 ყუთის ამოთხრა, რომლის მთლიანი ღირებულება ნახევარი მილიარდი ფუნტია. ვარაუდობენ, რომ იქ შესაძლოა დამალული იყოს სხვა ძვირფასი ნივთებიც, მაგალითად, საფრანგეთიდან გატანილი 7 ფერწერული ტილო, რომელიც დაკარგულად ითვლება“.

განძის მაძიებლების თქმით, სამალავის ძებნასა და აღმოჩენაში მათ საიდუმლო დოკუმენტები და რუკა დაეხმარათ, რომელიც შუცშტაფელის (Schutzstaffel – SS) ოფიცრების შთამომავლებთან ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ ეს არის „ბრესლაუს“ ოქრო, რომელიც ომის ბოლოს გაქრა პოლიციის სამმართველოდან და საიდუმლო ადგილას დამარხეს. გამქრალი ძვირფასეულობის შესახებ დღემდე არანაირი ცნობა არ გამოჩენილა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close