fbpx
საზოგადოება

კორონავირუსზე ვაქცინირებულ ადამიანებს შესაძლოა კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები არ შეეხოს

იმ პირებისთვის, რომლებსაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, შესაძლოა კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 28 აპრილს Facebook-ის პირდაპირი ეთერით განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეოვნული ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, შეიტანოს ინიციატივა საკოორდინაციო საბჭოში, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს (როდესაც ვაქცინაცია ორი დოზის მიღებას მოითხოვს, ორივე დოზის მიღების შემთხვევაში) შეღავათები ჰქონდეთ. გამყრელიძის განმარტებით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, გარე სივრცეში პირბადე არ გაიკეთონ, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად აიცრას.

ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე დაახლოებით 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე. ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან და შესაბამისად ეს გახმოვანდება. მეტი სტიმულია საჭირო, რომ ადამიანები აიცრან. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება და რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად დაესმება წერტილი ეპიდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერ-ბიონტეწქის“ ვაქცინით კი – კი 30 მარტიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 28 აპრილის მდგომარეობით ჩატარდა 41 801 აცრა, სრულად აცრილია 4397 ადამიანი.

27 აპრილიდან დაიწყო 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია სინოფარმის ვაქცინით ასაცრელად. ჩინური, სინოფარმით ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close