საზოგადოებასაქართველო
მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა
მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
მაია ოშხარელი ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. მას რამდენიმე დღის წინ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა და ბოლო დროს აპარატზე იმყოფებოდა.
მაია ოშხარელი წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, უკანასკნელ ხანს კი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. იგი უძღვებოდა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომას.
მაია ოშხარელი 57 წლის იყო.
დაახლოებით 2 კვირის წინ Covid-19-ს მისი 63 წლის მეუღლე ემსხვერპლა.
nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს მაია ოშხარელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.
კომენტარები