fbpx
საზოგადოებასაქართველო

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა

მაია ოშხარელი ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. მას რამდენიმე დღის წინ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა და ბოლო დროს აპარატზე იმყოფებოდა.

მაია ოშხარელი წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, უკანასკნელ ხანს კი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. იგი უძღვებოდა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქმეზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მას.

მაია ოშ­ხა­რე­ლი  57 წლის იყო.

დაახლოებით 2 კვირის წინ Covid-19-ს მისი 63 წლის მეუღლე ემსხვერ­პლა.

nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს მაია ოშხარელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close