fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნის რეჟიმი იმოქმედებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული ლოკდაუნის რეჟიმი იმოქმედებს.

„29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე სრული ლოქდაუნი ამოქმედდება. ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ლოქდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანი კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლის 5 ათას შემთხვევამდე ჩამოყვანაა.

წყარო: imedinews.ge

p. s. გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში ინფიცირების 37 312 შემთხვევა დაფიქსირდა (ეს წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია), გარდაიცვალა 353 ადამიანი.

მთლიანობაში დადასტურებულია 4 667 281 შემთხვევა და ამ მაჩვენებლით თურქეთს მე-6 ადგილი უკავია აშშ-ის (32 829 725), ინდოეთის (17 581 530), ბრაზილიის (14 340 787), საფრანგეთისა (5 498 044) და რუსეთის (4 771 372) შემდეგ.

რაც შეეხება კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვს, თურქეთში ეს მაჩვენებელი 38 711-ს აღწევს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close