ხელოვნება

ქართველი მხატვრის ნამუშევარი ლონდონში აუქციონზე 22 680 ფუნტად გაიყიდა

მხატვარ ნინიკო მორბედაძის „ზღაპარი“ ლონდონის „ფილიპსის“ მე-20 საუკუნის და თანამედროვე ხელოვნების დღის აუქციონზე 22 680 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ეს ნინიკო მორბედაძის მეორე ნამუშევარია, რომელიც საერთაშორისო აუქციონზე შეისყიდეს (2020 წლის ზაფხულში ნინიკოს ნამუშევარში სახელწოდებით „დროის მიღმა“ 20 625 ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს).

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ჯორჯო დე კირიკოს (Giorgio de Chirico), ოსკარ მურილიოს (Oscar Murillo) და დემიენ ჰერსტის (Damien Hirst) ნამუშევრებიც. ეს გამარჯვება დიდ როლს ითამაშებს როგორც თანამედროვე ქართველი მხატვრის საერთაშორისო არტმარკეტზე ადგილის დამკვიდრებაში, ისე ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაშიც.

at.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close