მსოფლიოსაზოგადოება

პირველად ბოლო 10 თვის განმავლობაში ისრაელში კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ისრეალში, პირველად ბოლო 10 თვის განმავლობაში, 23 აპრილს Covid-19-ის გამო არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასეთი ფაქტი ბოლოს გასული წლის ზაფხულში, 29 ივნისს მოხდა, ეპიდემიის პირველ და მეორე ტალღებს შორის პერიოდში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პარასკევს, 23 აპრილს ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა; მანამდე, 10 დღის განმავლობაში დღიურად გარდაცვალების რაოდენობა 5-ს არ აღემატებოდა, 22 აპრილს კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შაბათს, 24 აპრილს კი ისრაელში ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთლიანობაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 837 971 შემთხვევა, გარდაცვლილია 6 350 ადამიანი.

ისრაელი ვაქცინაციის კამპანიის წარმატებით ჩატარების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 5 მლნ-ზე მეტი ადამიანი (16 წელზე მეტი ასაკის), რაც ქვეყნის მოსახლეობის (9.053 მლნ) 55%-ზე მეტია, ხოლო მოზრდილი მოსახლეობის 73%-ზე მეტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close