fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს, ძირითადად, ბრიტანული შტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ბრიტანული შტამის გარდა, სხვა შტამი არ დაფიქსირებულა.

ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა რეინფიცირების შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ახალმა შტამებმა შესაძლოა, მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა გაზარდოს.

„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე. წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში, ძირითადად, ცირკულირებს ბრიტანული შტამი.

უკვე აღარც ვითვლით, იმდენია S გენ უარყოფითი. მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატირიულად დადასტურებული, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით 70-იდან 90 პროცენტში ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close