მსოფლიოnews

ისრაელში დღეიდან პირბადის ტარება ქუჩაში სავალდებულო აღარ არის

დღეიდან, 18 აპრილიდან ისრაელში სავალდებულო აღარ არის ქუჩაში, ღია სივრცეში პირბადის ტარება, თუმცა ეს ვალდებულება დახურულ სივრცეებში ისევ რჩება.

გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ექსპერტებთან შეთანხმებით, ვაქცინაციის კამპანიის შედეგების შესაბამისად. ვაქცინაციის კამპანიის წარმატებით მიმდინარეობამ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა პანდემიის ყველა მაჩვენებელი.

ვირუსებთან ბრძოლის კომისარმა ნახმან ეშმა განაცხადა, რომ „დიდი პრობლემა“ იქნება დახურულ შენობებში პირბადის გამოყენების უზრუნველყოფა. „გათვლა უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ყველას ექნება თან პირბადე და გამოიყენებს მას აუცილებლობის შემთხვევაში“.

დღეიდან ისრაელში ყველა სკოლა ისევ გაიხსნა და მოსწავლეები მერხთან სწავლას დაუბრუნდებიან.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close