მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში ქალს ცოფიანი ფოცხვერი დაესხა თავს – ნახეთ, რა გააკეთა ქმარმა (ვიდეო)

აშში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ცოლ-ქმარს, რომელიც საკუთარ მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას სახლთან ახლოს, მოულოდნელად წითელი ფოცხვერი დაესხა თავს. უფრო სწორად, ფოცხვერი ქალს უკნიდან ეცა და ბრჭყალებით და ეშვებით ჩაეჭიდა.

კრისტი (Kristi) და ჰეფი ვეიდები (Happy Wade) მტაცებლის თავდასხმას, ცხადია, არ ელოდნენ. ისინი ვეტერინართან აპირებდნენ საკუთარი კატის წაყვანას. როდესაც კრისტიმ მანქანას მიუახლოვდა, რათა კატის გალია ავტომობილში მოეთავსებინა, უცებ ფოცხვერის შემზარავი ჩხავილი და ქალის კივილის ხმა გაისმა. ქალს მოულოდნელად ზურგიდან ეცა ცხოველი და ბრჭყალებით და ეშვებით ჩააფრინდა. ქმარი არ დაიბნა, სტაცა ხელი ფოცხვერს და მდელოზე მოისროლა, როდესაც მხეცმა გაქცევა დააპირა, ჰეფიმ იარაღი ამოიღო და თავდამსხმელი მოკლა.

შემთხვევის კადრები სათვალთვალო ვიდეოკამერამ ჩაიწერა.

გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ ფოცხვერი ცოფით იყო დაავადებული.

როგორც წესი, წითელი ფოცხვერები (bobcat) ადამიანებს არ ესხმიან თავს. როგორც ჩანს, მხეცის ამგვარი ქცევა ცოფმა განაპირობა. ფოცხვერი ავტომობილის ქვეშ იმალებოდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close