მსოფლიოnews

სოციალური მედიის ვარსკვლავი, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დადნა (ვიდეო)

ყველაზე დიდი აისბერგი მსოფლიოში, რომელიც ცნობილია, როგორც A68, დადნა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

აისბერგი A68, რომელიც სოციალური მედიის ვარსკვლავი გახდა, ფართობით 6000 კვადრატული კილომეტრი იყო და თითქმის მილიარდ ტონას იწონიდა. ის ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. აშშ-ის მყინვარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახლა აისბერგი ათასობით პატარა ნატეხად დაიშალა, რომლებზე დაკვირვებაც აღარ არის საჭირო.

აისბერგმა „სახელი გაითქვა“ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთისკენ დაიწყო მოძრაობა ზრდადი სიჩქარით, მძლავრი დინებებისა და ქარების დროს (მანამდე ის ანტარქტიდიდან მოწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში ადგილიდან თითქმის არ იძვროდა). არსებობდა საშიშროება, რომ ყინულის უზარმაზარი მასა სამხრეთ ჯორჯიის (South Georgia and the South Sandwich Islands – კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში) ბრიტანულ ტერიტორიებს შეეჯახებოდა. ამის ნაცვლად ტალღებმა, თბილმა წყალმა და ატლანტის ოკეანის შედარებით მაღალმა ტემპერატურამ A68 დაადნო და პატარ-პატარა ნაწილებად დაშალა. 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close