fbpx
კრიმინალისპორტი

რომში ინგლისელი ფეხბურთელი კრის სმოლინგი გაძარცვეს

BBC-ს ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქ რომში ინგლისელი ფეხბურთელის, კრის სმოლინგის ბინაში მძარცველები შევიდნენ და ძვირფას საათთან ერთად სხვა ძვირფასეულობაც წაიღეს.

სამი შეიარაღებული პირის ბინაში შეჭრისას სმოლინგი შინ იყო. სწორედ ის აიძულეს, ძვირფასეულობა გამოეტანა.

მძარცველების წასვლის შემდეგ ინგლისელმა ლეგიონერმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციაში ზარი დილის 5 საათზე შევიდა.

შეგახსენებთ, რომ კრის სმოლინგი „რომას“ 2020 წელს შეუერთდა. 31 წლის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების ღირსებას 2017 წლამდე იცავდა და ეროვნულ გუნდში 31 მატჩი გამართა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close