საზოგადოება

ნინო ქათამაძე მეუღლეზე: „მიყვარს და ყველაზე საუკეთესოა…“ (ვიდეო)

ნინო ქათამაძემ ინტერვიუ მისცა უკრაინულ არხს „1+1“, სადაც თავისი პირადი ცხოვრებისა და მეუღლის, ცნობილი ექიმის, დათო ლოლაძის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუ კახეთშია ჩაწერილი, „შატო მერეს“ სასტუმროში.

ნინო ქათამაძე:

– ჩემი უსაყვარლესი ქმარი კახელია, ჩემი შვილიც. აქ მომინდა ყოფნა. მხოლოდ ერთი მამაკაცი მყავდა და ისიც კახელია. მიყვარს და ყველაზე საუკეთესოა…

გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, მეგობრობა მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიღება მნიშვნელოვანია ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ხან მე ვარ სუსტი, ხან ის. ჩვენ ვიცვლებით. თუ ერთად ყოფნა არ მოგვინდება, ეს არ არის პრობლემა. რადგან ჩვენ ერთად ვართ, ესეც მშვენიერია.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close