fbpx
მედიცინა

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ​კორონავირუსს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ​კორონავირუსს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 140 მილიონს მიაღწია. ვირუსის დაძლევა შეძლო 119 მილიონმა კოვიდინფიცირებულმა.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ბოლო დღე-ღამეში 234 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. კვლავ რთული ვითარებაა ბრაზილიაში. მეოთხე ადგილზე ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვით საფრანგეთია, ხოლო მეხუთეზე – რუსეთი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში ბოლო 24 საათისთვის ვირუსის 870 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 33 ადამიანი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა ინფიცირების 2 163 შემთხვევა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. თურქეთში კოვიდ-19-ის დიაგნოზი ბოლო 24 საათში 62 606 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 288 ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო თურქეთში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრეს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close