fbpx
კრიმინალი

ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი მკვლელობისთვის იძებნება, მისი 23 წლის მეუღლე კი სუროგაციის გზით 105 შვილის ყოლას აპირებს

ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი გალიპ ოზტურკი 25 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება. მას თურქეთის უზენაესმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მილიონერ ბიზნესმენზე თურქეთში ძებნაა გამოცხადებული, იგი კი ამჟამად ბათუმში მეუღლესთან და 11 შვილთან ერთად ცხოვრობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენმა გალიპ ოზტურკმა 1996 წელს კუვეტ კისეოღლუს მოსაკლავად ქილერი დაიქირავა. საქმეზე განაჩენი კი მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ დადგა.

მათივე ცნობით, ბიზნესმენთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა მკვლელობაში ბრალდებული ქილერიც, კუდრეტ ოქუმუში, იგი ამ დრომდე მიმალვაშია.

თურქული საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად წერენ, რომ ოზტურკმა საქართველოს შეაფარა თავი და ავრცელებენ ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს ბათუმში საარჩევნო უბანზე მისული ბიზნესმენი ხმას.

ბიზნესმენზე და მის მეუღლეზე ქართულ და უცხოურ მედიაში მას შემდეგ დაიწერა, რაც 23 წლის გოგოს 10 შვილი სხვადასხვა სუროგატმა ქალმა გაუჩინა.

მრავალშვილიანმა დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წყვილი 105 შვილის ყოლას აპირებს, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

„ზღაპრული პრინცია“, – ასე მოიხსენიებს კრისტინა მილიონერ მეუღლეს, რომელიც ასაკით მასზე გაცილებით უფროსია.

„ჩვენ უბრალოდ არ ვართ მზად საბოლოო რიცხვზე ვისაუბროთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს“, – ამბობს მრავალშვილიანი დედა.

როგორც Mirror-ი წერს, ბათუმში შერჩეულ 10 სუროგატ დედას წყვილმა საჩუქრის სახით 8 000-8 000 € ჩაურიცხა.

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემა დაუშვებელია.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close