fbpx
იტალიაპოლიტიკა

„ლიგის“ ლიდერს მატეო სალვინის ბრალი წარუდგინეს

სალვინი: „ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა სამართლებრივი“

პალერმოს წინასწარი მოსმენის სასამართლოს მოსამართლემ ლორენცო ჯანელიმ იტალიის ყოფილ ვიცე-პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს, მატეო სალვინის ბრალი წარუდგინა. „ანსას“ ინფორმაციით, პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება პალერმოს სასამართლოში. მატეო სალვინის ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ადამიანთა უკანონო დაკავება.

როგორც ცნობილია, 2019 წელს, თავისი შს მინისტრობის დროს, მატეო სალვინიმ სამაშველო გემ Open Arms-ს, რომელზეც 147 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფებოდა, სიცილიის პორტ ლამპედუზაში შესვლის უფლება არ მისცა, რის გამოც ხომალდი ღია ზღვაში დაბრუნდა და მიგრანტებს რამდენიმე დღე გემზე მოუწიათ ყოფნა ლამპედუზის სანაპიროსთან.

მეტეო სალვინიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურია და არა სამართლებრივი“.

„ქვეყნის დაცვა – მოქალაქის წმიდათაწმიდა მოვალეობაა“. კონსტიტუციის 52-ე მუხლში. სასამართლოს წინაშე წარვდგები, რადგან ჩემს სამშობლოს ვიცავდი? მე მივალ თავაწეული, თქვენი სახელითაც. იტალია უპირველეს ყოვლისა. ყოველთვის“, – დაწერა სალვინიმ სოციალურ ქსელში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close