ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 140 მილიონს მიაღწია. ვირუსის დაძლევა შეძლო 119 მილიონმა კოვიდინფიცირებულმა.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ბოლო დღე-ღამეში 234 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. კვლავ რთული ვითარებაა ბრაზილიაში. მეოთხე ადგილზე ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვით საფრანგეთია, ხოლო მეხუთეზე – რუსეთი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში ბოლო 24 საათისთვის ვირუსის 870 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 33 ადამიანი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა ინფიცირების 2 163 შემთხვევა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. თურქეთში კოვიდ-19-ის დიაგნოზი ბოლო 24 საათში 62 606 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 288 ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო თურქეთში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრეს.
1tv.ge
კომენტარები