შეუცნობელი

პენტაგონმა საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი კადრების ავთენტიკურობა დაადასტურა (ვიდეო)

პენტაგონმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მიერ ქალაქ სან დიეგოს სანაპიროსთან განლაგებული გემებიდან გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი კადრების ავთენტიკურობა დაადასტურა. მათ შორის ერთ-ერთი ცაში მოძრავ სამკუთხა ფორმის ნათებას გვიჩვენებს, რომელიც სამხედროებმა გამანადგურებელი ხომალდის თავზე დააფიქსირეს.

ღამის ხედვის კამერით გადაღებულ ვიდეოზე USS Russell-ის სახელით ცნობილი გემიდან 213 მეტრის მოშორებით არსებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტია აღბეჭდილი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის ზაფხულში შენიშნეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს აღნიშნულ პერიოდში მომხდარი ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არაა. ქვეყნის ფლოტში შემავალი ხომალდების, მათ შორის USS Kidd-ის და USS Omaha-ს ეკიპაჟმა ორი წლის წინ, ივლისის თვეში კიდევ რამდენიმე ასეთი, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნათება დააფიქსირა, რომელთა წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია.

უჩვეულო ობიექტების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელმაც მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯერემი კორბელმა მოიპოვა და ინტერნეტში გაავრცელა. როგორც ცნობილია, ზემოხსენებული კადრები ამოუცნობ საჰაერო ფენომენთა შემსწავლელი ჯგუფის (UAPTF) მიერაა შეგროვებული, რომელიც გასულ წელს შეიქმნა. პროექტის მიზანი მსგავსი შემთხვევების გამოკვლევა და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის დროულად გამოვლენაა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯერემი კორბელის მიერ გამოქვეყნებული მასალის ნამდვილობა ახლახან დაადასტურეს. ამის მიუხედავად ისინი დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ, რათა კადრების შესწავლის პროცესს ხელი არ შეეშალოს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close