fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში მოქალაქეები ავტომანქანის ელექტროველოსიპედით ჩასანაცვლებლად 2500 ევროს მიიღებენ

საფრანგეთში გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის, მანქანიდან ველოსიპედზე გადასასვლელად ფულადი სტიმული მიეცათ. ქვეყანა უფრო მდგრადი ტრანსპორტირების განვითარებისთვის მოსახლეობას 2500 ევროს ($2 975) სთავაზობს, რათა ძველი ემისიის მანქანების ნაცვლად ელექტროველოსიპედები შეიძინონ.

კვირის დასაწყისში საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა წინასწარი კენჭისყრით დაამტკიცეს პროექტი. საფრანგეთის ველოსიპედის მომხმარებელთა ფედერაცია ირწმუნება, რომ თუ საფრანგეთი ამ გეგმას განახორციელებს, ის იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ძველი მანქანების ელექტროველოსიპედებით ჩანაცვლებისთვის ფულს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სქემები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, ფინეთშიც არსებობს ელექტროველოსიპედებსა და დაბალი ემისიის მქონე მანქანებზე ფასდაკლება. გასულ წელს კი ლიტვაში გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტომ (APVA) შეიმუშავა გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ძველი მანქანების სანაცვლოდ 1000 ევროს იღებდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ და რატომ მივიდა საფრანგეთი ამ გადაწყვეტილებამდე, თუმცა სავარაუდოდ, ამაზე დიდი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურების დონემ.

marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close