მედიცინა

ევროკავშირი მომავალში ASTRAZENECA-ს და JOHNSON & JOHNSON-ის ვაქცინებს აღარ შეიძენს

დანიამ „ასტრაზენეკას“ გამოყენება საბოლოოდ შეაჩერა და ვაქცინაციას ახალი გრაფიკით წარმართავს

ევროკავშირის ხელმძღვანელობა აღარ განაახლებს კონტრაქტებს ბრიტანულ-შვედურ კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ამერიკულ Johnson & Johnson-თან მათი ვაქცინების შესაძენად. ამის შესახებ მედია იუწყება

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაადგინა, რომ არსებული კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლებიც ძალაშია მიმდინარე წელს, აღარ განაახლებს ხელშეკრულებებს კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინებს ვირუსული ვექტორის საფუძველზე აწარმოებენ (სწორედ ასეთი ვაქცინებია „ასტრაზენეკა – ვაქსზევრია“ და Johnson & Johnson-ის ვაქცინა Janssen-ი; აგრეთვე, ჩინური Convidicea (Ad5-nCoV) და რუსული Sputnik-V).

მიზანი ის არის, რომ კონცენტრირება მოხდება რნმ ვაქცინებზე, რომლებსაც კორონავირუსის Spike ცილის წარმოქმნის ინსტრუქცია შეაქვთ ორგანიზმში, იმუნურ სისტემას „აღვიძებენ“, ასწავლიან მას შესაბამისი პათოგენური უჯრედების ამოცნობას და განადგურებას. ამ პრინციპზეა აგებული Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები.

La Stampa-ს ინფორმაციით, ვაქცინა ReiThera, რომელიც იტალიაში მუშავდება და ამჟამად ტესტირების სტადიაზეა, აგრეთვე ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინაა და, შესაბამისად, ევროკავშირში ისიც არ იქნება გამოყენებული.

ამასთან, იტალიის მთავრობა აპირებს ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნას დაელოდოს Johnson & Johnson-ის ვაქცინა Janssen-თან დაკავშირებით, რომლის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია შეერთებულმა შტატებმა გასცა თრომბების წარმოქმნის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ.

დღეს დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Tv2-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიამ საბოლოოდ შეწყვიტა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება და ამ ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციის ახალ გრაფიკს შეიმუშავებს, რომელშიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის პრეპარატი ჩართული არ იქნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მან ეს ცნობა ანონიმური წყაროსგან მიიღო, თუმცა გასაჯაროება გადაწყვიტა საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე.

AstraZeneca-ს გამოყენება დანიაში 11 მარტს დროებით შეჩერდა სისხლის შედედებასთან დაკავშირებული ძალიან იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებების გამო. ექსპერტების აზრით, რომელიც Copenhagen Post-ს მოყავს, AstraZeneca-ს გამოყენების გარეშე ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა წლის ბოლოზე ადრე ვერ დასრულდება.

ამავე თემაზე: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რამდენი ვაქცინა არსებობს ამ დროისთვის და რა განსხვავებაა მათ შორის?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close