fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ევროკავშირს აცრის ერთიანი სერტიფიკატი შემოაქვს – გადაწყვეტილებას 27-ვე ქვეყანამ „მწვანე შუქი აუნთო“

საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულის დაწყებამდეა მოსალოდნელი. რა უპირატესობებს მიანიჭებს დოკუმენტი მის მფლობელს, ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე გადაწყვეტს

ევროკავშირის 27 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) შეათანხმა საერთო პოზიცია ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებისთვის „აცრის ერთიანი სერტიფიკატის“ თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია მიკრობლოგ ტვიტერის თავის ოფიციალურ გვერდზე ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა დღეს, 14 აპრილს გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, ამ ერთიანი ინსტრუმენტის შემოღებით ევროკავშირის ქვეყნები ხელს შეუწყობენ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

წინა დღით რეინდერსმა ევროპარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აცრის სერტიფიკატების შემოღება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება და ეს დოკუმენტები ძალაში იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულებამდე.

დოკუმენტში მითითებული იქნება ინფორმაცია კორონავირუსის მიმართ მისი მფლობელის იმუნიტეტის შესახებ, რაც გულისხმობს არა მარტო ჩატარებულ აცრას, არამედ დაავადების გადატანას, აგრეთვე, ტესტის უარყოფით პასუხს.

რა უპირატესობებს მიანიჭებს აღნიშნული სერტიფიკატი მის მფლობელს, ამას ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე გადაწყვეტს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ამ დოკუმენტის ქონა აუცილებელი პირობა არ იქნება ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად.

იგეგმება, რომ სერტიფიკატი ელექტრონული ან დაბეჭდილი სახით გაიცემა და მასზე მითითებული იქნება შტრიხკოდი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close