მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

ბავშვი სამი პენისით დაიბადა – პირველი შემთხვევა მსოფლიოში

სამი პენისით დაბადებული ბიჭი ტრიფალიის პირველი აღრიცხული შემთხვევაა ადამიანებში; ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ემბრიონული განვითარების ეტაპზე სამი ფალოსი ყალიბდება.

ბავშვი ერაყის ქალაქ დაჰუკში დაიბადა და ექიმებმა ის პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ქირურგიული ჩარევის შედეგად ბავშვს ორი ფალოსი მოაცილეს; ისინი პატარა გამონაზარდები იყო პენისისა და სათესლე პარკის ფუძესთან. მესამე ფალოსი ჩვეულ ადგილას იყო.

ამ შემთხვევის შესახებ კვლევა ნოემბერში გამოქვეყნდა International Journal of Surgery Case Reports-ში; როგორც მკვლევრები წერენ, ქირურგიული ჩარევიდან ერთი წლის შემდეგ ექიმთან ვიზიტისას ბავშვის მდგომარეობა უკვე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.

მკვლევართა განცხადებით, დამატებითი პენისები იშვიათი თანდაყოლილი ანომალიაა და 5-6 მილიონ ახალშობილში ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

გააგრძელე კითხვა აქ: /1tv.ge/news/bavshvi-sami-penisit-daibada

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close