საზოგადოება

საქართველოში გამწვანების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა

საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში განლაგებულ გამწვანებას ქალაქში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე მრავალმხრივი პოზიტიური გავლენა აქვს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თუ თითო საცხოვრებელ სახლთან დამატებით ათ ხეს დავრგავთ, იქ მცხოვრები ადამიანები თავს შვიდი წლით გაახალგაზრდავებულად იგრძნობენ.

ეს – „ლირიკაა“… სტატისტიკა კი ასეთია:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ქალაქში მცხოვრებ ერთ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 21 კვ. მ გამწვანებული ფართობი, ოპტიმალურ და საუკეთესო შემთვევაში კი – 50 კვ. მ.

დადგენილი სტანდარტებით, თბილისში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამწვანების კუთხით დაფიქსირდა 1983 წელს – 13 კვ. მ ერთ სულ მოსახლეზე. ბოლო მონაცემები კი 15-16 წლის წინანდელია და იმდროინდელი მაჩვენებლებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ფართობი 5.4 კვ. მ იყო ანუ იმაზე  4-5-ჯერ ნაკლები, რაც უნდა იყოს, რომ ქალაქში ადამიანმა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება შეძლოს.

ეს კვლევა 2002 წელს ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ ათასობით ხე თბილისის განაშენიანებას შეეწირა.

სპეციალისტების შეფასებით, დღეს გამწვანების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს – დედაქალაქში ერთ სულ მოსახლეზე 3-4 კვ.მ გამწვანება ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ ისიც თბილისზე შემოერთებული დასახლებების ხარჯზეა გაანგარიშებული.

ამ გრაფიკულ სურათზე კი ნახავთ, რა სიტუაციაა საქართველოს სხვა ქალაქებში და, შედარებისთვის, სხვა ქვეყნების დედაქალაქებში:

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close