fbpx
იტალიასაზოგადოება

2 სკამზე ჯდომის აქცია მილანში, თურქეთის საკონსულოს წინ, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდასაჭერად

მილანში თურქეთის საკონსულოს შენობის წინ პერფორმანსი გამართეს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, მილანელებმა – საქალაქო საბჭოს წევრმა ანჟელიკა ვაზილემ  და მუნიციპალური საბჭოს წევრმა მასიმო სკარინციმ.

ისინი საკონსულოს წინ ორ სკამზე დასხდნენ და ამგვარად გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მისდამი „მიუღებელი მოპყრობის გამო ევროკავშირის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტისას ანკარაში“.

„თურქეთი ქალებს ამცირებს. ეს მორიგი პროვოკაცია მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ანკარამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა თავისი მიერთება სტამბოლის კონვენციასთან, რომელიც ქალების წინააღმდეგ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის, – განაცხადეს ვაზილემ და სკარინციმ. – რაც გუშინ ანკარაში მოხდა, ასევე ძალიან სერიოზული ფაქტია და ქალების დამცირებას გამოხატავს უპატივცემულო და მიუღებელი ჟესტით. ევროპამ და იტალიამ ამას ზურგი არ უნდა შეაქციონ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო“.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ანკარაში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების დარბაზში მისთვის განკუთვნილი სკამი არ აღმოჩნდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close