fbpx
იტალიაპოლიტიკა

ლომბარდიის რეგიონის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შეზღუდვებს მალე შეამსუბუქებს

ლომბარდიის (დედაქალაქი – მილანი) რეგიონის მაჩვენებლები უკვე „ნარინჯისფერი ზონის“ ნორმებს შეესაბამება და არა „წითელ ეპიდემიოლოგიურ  ზონას“, – ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ განაცხადა.

საუბარია ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ინფექციის გავრცელების ინდექსი (Rt) და საავადმყოფოების დატვირთვის დონე. რეგიონის მთავრობა ვარაუდობს, რომ ლომბარდიის „ფერი“ უკვე უახლოეს გამოსასვლელ დღეებში – 10-11 აპრილს შეიცვლება და, შესაბამისად, შეზღუდვებიც შემსუბუქდება.

8 აპრილს საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 13 708), 487 ადამიანი კი გარდაიცვალა (გუშინ – 627). აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში 362162 ტექსტი ჩატარდა და პოზიტიურობის მაჩვენებელმა 4,7% შეადგინა (გუშინ – 4%).

ამ დროისთვის კორონავირუსის მსხვერპლთა მთლიანი რაოდენობა ქვეყანაში 112 861-ს აღწევს, ხოლო კორონავირუსით დაინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით  – 3 717 602-ს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6%-ზე მეტია.

8 აპრილის მდგომარეობით, ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო 3 653 666-მა ადამიანმა, რაც იტალიის მოსახლეობის 6,07%-ს შეადგენს, პირველი დოზა კი – 8 318 451-მა მოქალაქემ. ხელისუფლება და სპეციალისტები ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, იტალიის ხელისუფლებამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრა 60 წელზე მეტი ასაკის პირებში ჩატარდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close