fbpx
პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

ურსულა ფონ დერ ლაიენს თურქეთში ერდოღანთან მოლაპარაკების დროს სკამი არ შესთავაზეს

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს სკამი არ შესთავაზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებების დროს ანკარაში, სადაც იგი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელთან ერთად 6 აპრილს ჩავიდა. ამ ფაქტმა ქალბატონი ფონ დერ ლაიენი გააკვირვა, რაც მან ჟესტიკულაციით გამოხატა. ამის შესახებ დღეს, 7 აპრილს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ინციდენტი ვიდეოზეა აღბეჭდილი. ამ ფაქტმა ბრიუსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

„ევროკომისიის პრეზიდენტი ძალიან გაოცებული დარჩა და ეს ვიდეოშიც ჩანს. იგი ისევე უნდა დამჯდარიყო სკამზე, როგორც [ევროპის საბჭოს] თავმჯდომარე მიშელი და პრეზიდენტი ერდოღანი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა, რომელმაც ჟურნალისტების მრავალრიცხოვან შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ფონ დერ ლაიენმა თავის გუნდს დაავალა, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა მსგავსი ინციდენტი მომავალში აღარ განმეორდეს. ამასთან, მამერმა არ გასცა პასუხი შეკითხვას, მოიხადა თუ არა ბოდიში თურქულმა მხარემ (საიდანაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი რამ თურქულ მხარეს არ გაუკეთებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელი ჟურნალისტებს აცნობებდა).

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში განთავსდა, ჩანს, როგორ შედიან  მიშელი, ერდოღანი და ფონ დერ ლაიენი მოლაპარაკებების დარბაზში, სადაც ევროკავშირის და თურქეთის დროშების გვერდით მომზადებულია ორი სკამ-სავარძელი. შარლ მიშელი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამ სავარძლებში სხდებიან, ხოლო ფონ დერ ლაიენი ფეხზე დგას, ხელებს შლის და გაკვირვებას გამოხატავს. ამის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტს გვერდით მდგარ დივანზე მიუჩენენ ადგილს.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close