fbpx
ჯანმრთელობარჩევები

გეომაგნიტური ქარიშხლები აპრილში: ქვეყნდება პროგნოზი

როგორც ცნობილია, მაგნიტური ქარიშხლები არაერთ უსიამოვნებას აყენებს მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს. ეს პრაქტიკულად ყოველთვიური მოვლენაა, ვინაიდან მზეზე გამუდმებით ხდება სხვადასხვა ძალისა და ამპლიტუდის აფეთქებები.

ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე წლის აპრილია. ექსპერტები ამ თვეში რამდენიმე მაგნიტურ ქარიშხალსა და ასევე გეომაგნიტური რყევებს ელოდებიან.

აპრილის გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი ასეთია:

  • 8-10 აპრილი: ხანგრძლივი ქარიშხალი დედამიწას ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეუტევს. პირველ დღეს ზემოქმედება ზომიერი იქნება, ხოლო 10 აპრილს პიკია მოსალოდნელი, რომელსაც სპეციალისტები G1 დონედ აფასებენ.

ეს შეტევა გამოიწვევს თავის ტკივილებს, გაღიზიანებადობას, უძილობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუარესებას. თანაც ამას შეიგრძნობენ არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანები, არამედ აბსოლუტურად ყველა.

  • 16-17 აპრილი: ესეც გაჭიანურებული ქარიშხალი იქნება, თუმცა სხვაგვარი რიგისა. სამე ისაა, რომ G1 დონის შეტევა პირველ დღესაა მოსალოდნელი, მეორე დღეს კი ქარიშხალი შესუსტებას დაიწყებს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია უმნიშვნელო მაგნიტური რყევებიც – 12 და 29 აპრილს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მოხარშული ქათმის ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close